среда, 20 марта 2013 г.


პროექტის    სახელწოდება: „ადამიანი და ბუნება“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ბუნებას ნაწარმოებებით. მწერალი
უსულო საგნის გასულიერებით აფიქრებს ადამიანს  უგულო საქციელზე.მოსწავლეები  ისწავლიან სიბრალულს,   ადამიანის   მთავარ დანიშნულებას.
პროექტის   აქტუალობა:ამ თემის შესწავლით მოსწავლეები      გააცნობიერებენ, რომ  ბუნება ითხოვს მოვლას და  პატრონობას.(აღარ მოჭრიან  ხეს, არ ინადირებენ ფრინველებზე.) 
პროექტის   მიზნები: კვლევის, კომუნიკაციის და კრიტიკული აზროვნების განვითარება.,
მოსწავლეები გაეცნობიან ადამიანის ადგილს ბუნებაში.დასკვნების გამოტანა და წაკითხულის შეჯამება.ტექსტის გააზრებულად წაკითხვა და გაანალიზება.ბუნებრივი  რესურსების გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი: 12წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე:
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნწბა სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები: ელექტრონული ჟურნალი ,,ადამიანი გარემო“.  „ცოდვაა ხის მოჭრა“. (მონადირის და მეტყევის თვალით დანახული ბუნება)
პროექტისთვის   საჭირო     რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეთა    ერთ  ნაწილს  დაევალება  ნაწარმოებების მოძიება. საპრეზენტაციო  ფაილების აკრეფა. ვაჟა–ფშაველას ბუნების აღწერა. გაპიროვნების მაგალითების  მოძებნა. მეორე ნაწილს დაევალება ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე. საპრეზენტაციო ფაილის შექმნა, მწერლის აზრით რა არის ადამიანის  მთავარი დანიშნულება? (თესოს სიკეთე დედამიწაზე, მადლიანი საქმეები აკეთოს, იყოს თავის მოძმეებთან ერთად).  მოხდება შეგროვილი ინფორმაციის შეჯამება და დასკვნების გამოტანა, შემდეგ მოსწავლეები ქმნიან ჟურნალს ,,ადამიანი გარემო“ და   „ცოდვაა ხის მოჭრა“. შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები, მოსწავლეები შექმნიან პროექტის ანგარიშს და შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: ვალენტინა კოჩაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: v.koshadze@gmail.com
 პროექტის ბლოგი: dedabuneba.blogspot.com

გაკვეთილის გეგმა